logo_geo
ემირ კუსტურიცა რუსული ვაქცინით აიცრა
- +

12 თებერვალი. 2021. 12:04

 

 

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა რუსეთის მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით „Sputnik V" აიცრა. ამის შესახებ რუსული მედია წერს 12 თებერვალს.

 

„პირველი ნემსი უკვე გაკეთებულია, შემდეგი 17 თებერვალს იქნება", - წერს კუსტურიცა „ფეისბუქში“.

 

გამალეიას ინსტიტუტი, რომელმაც ვაქცინა შეიმუშავა, აცხადებს, რომ ორი დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინის ეფექტურობა 91%-ს აღემატება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რუსი მწარმოებლის აზრით, მეორე დოზა, რომელიც შეჰყავთ პირველიდან 21 დღის შემდეგ, ნაკლებად სტაბილურია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი