logo_geo
რა ურთიერთობა აქვთ ახლა დონალდ და მელანია ტრამპებს – ყოფილი პირველი ლედი სპა-ცენტრში ისვენებს
- +

13 თებერვალი. 2021. 22:53

 

მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, მისი მეუღლე მელანია ტრამპი ფლორიდაში, სპა-ცენტრში ისვენებს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Mirror წერს.

 

როგორც გამოცემა წერს, იანვარში, მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა, მელანიას ქმართან ურთიერთობა დაეძაბა. ყოფილ პირველი ლედი შეშინებული იყო არეულობით, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გამოცემის ცნობით, მელანია ტრამპი იტარებს მასაჟებს და სახის მოვლის პროცედურებს, მიირთმევს თევზის კერძებს და დროს მშობლებთან ერთად ატარებს.

 

„ის დადის სპა-ცენტრში, სადილობს, კვლავ მიდის სპა-ცენტრში და საღამოს დონალდთან ერთად ვახშმობს. და ამ ყველაფერს ყოველდღიურად იმეორებს“ , – უთხრა გამოცემას ოჯახის ნაცნობმა.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორიდაში წასული ყოფილი პრეზიდენტი სოციალური ქსელების გარეშე ბედნიერად ცხოვრობს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი