logo_geo
ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში კორონავირუსის სამი შემთხვევის გამოვლენის გამო, სამდღიანი კარანტინი გამოაცხადეს
- +

14 თებერვალი. 2021. 14:02

 

 

ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქ ოკლენდში კორონავირუსის სამი შემთხვევის გამოვლენის გამო, სამი დღით კარანტინი გამოაცხადეს.

 

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლებთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ მიიღო.

 

ახალი ზელანდიის მთავრობა აცხადებს, რომ კარანტინის გამოცხადება აუცილებელია, რადგან ეპიდაფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ ვერ ხერხდება.

 

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო ექვს თვეში, როდესაც ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გამო კარანტინი დააწესეს. მანამდე მთავრობა წამატებით უმკლავდებოდა ვირუსთან ბრძოლას. ბოლო პერიოდში ახალ ზელანდიაში განახლდა კონცერტები და სპორტული ღონისძიებები, რომელზე დასწრებაც პირბადის გარეშე იყო დაშვებული.

 

ახალ ზელანდიაში, სადაც ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი სულ 2 300 ადამიანს დაუდგინეს. გარდაიცვალა 25 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი