logo_geo
რომის პაპმა შეყვარებულებს ვალენტინობა მიულოცა
- +

14 თებერვალი. 2021. 17:58

 

 

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა ყველა შეყვარებულ წყვილს ვალენტინობის დღე მიულოცა. ამის შესახებ პაპმა ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში განაცხადა.

 

„დღეს წმინდა ვალენტინის დღეა, არ შემიძლია არ ვიფიქრო და არ მივულოცო ეს დღე დანიშნულ და შეყვარებულ წყვილებს“, -  ციტირებს პაპს გამოცემა Vatican News.

 

ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს იგი აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი კაცი. მღვდელი ვალენტინი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ წყვილებს მალულად წერდა ჯვარს. მისი ეს საქციელი დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ვალენტინი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასაჯეს და წამების შემდეგ თავი მოკვეთეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი