logo_geo
12 წლის ამერიკელმა ბებია მძარცველებისგან გადაარჩინა
- +

15 თებერვალი. 2021. 12:24

 

 

 

აშშ-ში 12 წლის ბიჭმა თავისი ბებიის სახლში შეჭრილ მძარცველებს ესროლა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, შემთხვევა ჩრდილოეთი კაროლინაში, ქალაქ გოლდსბოროში მოხდა. ორი ნიღბიანი კაცი 73 წლის ლინდა ელისის სახლში ღამის პირველ საათზე შევიდა, ქალს ფულს სთხოვდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა ლინდას ესროლა.

 

ამის შემდეგ, ლინდას 12 წლის შვილიშვილმა მძარცველებს ცეცხლი გაუხსნა და ერთ-ერთი მათგანი, 19 წლის მოზარდი დაჭრა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ბავშვს ბრალდებას არ წაუყენებენ, რადგან ის თავს იცავდა.

 

კლინიკაში გადაიყვანეს ლინდა ელისიც. მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი