logo_geo
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა ასობით სტუდენტი და პედაგოგი გაიტაცეს
- +

17 თებერვალი. 2021. 14:58

 

ნიგერიის ქალაქ კაგარაში შეიარაღებულმა პირები ერთ-ერთ კოლეჯს დაესხნენ თავს, საიდანაც ასობით სტუდენტი და პედაგოგი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე სტუდენტმა და კოლეჯის ერთმა თანამშრომელმა გაქცევა შეძლო.

 

ამასთანავე, ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სტუდენტების ფორმაში გადაცმული შეიარაღებულები კოლეჯის საერთო საცხოვრებელში ღამით შევარდნენ. გატაცებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით არ სახელდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი