logo_geo
90 წლის ამერიკელმა დიდთოვლობის დროს COVID-19-ის ვაქცინის გასაკეთებლად ფეხით 10 კილომეტრი გაიარა
- +

18 თებერვალი. 2021. 01:28

 

 

აშშ-ში ქალაქ სიეტლის 90 წლის მცხოვრებმა ფრენ გოლდმანმა დიდთოვლობის მიუხედავად ​კორონავირუსის დაგეგმილ აცრაზე უარი არ თქვა და კლინიკაში მისასვლელად 9,6 კილომეტრი ფეხით გაიარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

როგორც მოგვიანებით ქალმა ჟურნალისტებს განუმარტა, ის აცრის გასაკეთებლად სხვადასხვა კლინიკებში რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩაწერას. როცა მან დანიშნულების მიღება მოახერხა სიეტლში დიდთოვლობა დაიწყო. გოლდმანმა იფიქრა, რომ ეს სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს, ამიტომ გადაწყვიტა გაერკვია შეძლებდა თუ არა დათქმულ დროს აცრის გასაკეთებლად ფეხით მისვლას. მან კლინიკამდე გზის ორი მესამედის გავლა შეძლო, დარწმუნდა რომ მიზანს მიაღწევდა და მეორე დღეს კლინიკისკენ თხილამურების ჯოხების დახმარებით გაემართა.

 

გზა მარტივი არ ყოფილა“, - აღნიშნა ქალმა. ამის მიუხედავად, ის კლინიკაში მხოლოდ 5-წუთიანი დაგვიანებით მივიდა და კორონავირუსზე აიცრა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი