logo_geo
„ფეისბუქმა“ ავსტრალიის მოსახლეობასა და მედიას ახალი ამბების გაზიარება აუკრძალა
- +

18 თებერვალი. 2021. 10:23

 

 

სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ ავსტრალიელ მომხმარებლებსა და ადგილობრივ მედიასაშუალებებს ახალი ამბების გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კანონპროექტი გახდა, რომელიც მიღების შემთხვევაში „ფეისბუქს“, „გუგლს“ და სხვა პლატფორმებს ახალი ამბების შინაარსის გამოქვეყნებისთვის გარკვეული საფასურის გადახდას დაავალდებულებს. „ფეისბუქის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კანონი ინტერნეტის მუშაობის სპეციფიკასთან შეუსაბამოა და მათი პლატფორმების უსამართლოდ დაჯარიმებას ითვალისწინებს, რაც კომპანიისთვის მიუღებელია.

 

„ფეისბუქის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრალიის მედიას და მოსახლეობას ეკრძალება სოციალურ ქსელში ახალი ამბების ბმულების გაზიარება და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ამბების გაცნობა. ავსტრალიური მედიის სტატიებზე წვდომა სხვა ქვეყნებშიც შეზღუდულია.

 

კანონპროექტის მიღებას, რომელიც პლატფორმებს ახალი ამბების მიღებისთვის გადასახადს დააკისრებს, უახლოეს დღეებში გეგმავენ. კანბერის უნივერსიტეტის მონაცემებით, ავსტრალიის მოსახლეობის სულ მცირე 39% ახალ ამბებს „ფეისბუქის“ მეშვეობით იგებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი