logo_geo
დონალდ ტრამპი: 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ
- +

18 თებერვალი. 2021. 13:10

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევები გამოძიებული უნდა იყოს.

 

„ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ. სამარცხვინო იყო ის, რაც მოხდა, სრულიად სამარცხვინო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა ტელეარხ Newsmax TV-სთან ინტერვიუში.

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2016 წლის არჩევნებთან შედარებით, 2020 წელს 12 მილიონით მეტი ხმა მიიღო.

 

„ჩვენ არ გვინდოდა 12 მილიონით მეტი ხმა. 3 მილიონით მეტი ხმა გვჭირდებოდა და არ წავაგებდით. თუმცა, ძალიან ცუდი რამე მოხდა არჩევნებში. მესამე მსოფლიოს ქვეყნის არჩევნებს ჰგავდა. ბოლომდე უნდა გამოვიძიოთ, რა მოხდა“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი