logo_geo
იაპონიის ოლიმპიური საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- +

18 თებერვალი. 2021. 13:59

 

 

იაპონიის ოლიმპიური და პარაოლიმპიური საქმეთა მინისტრი სეიკო ჰაშიმოტო თანამდებობიდან  გადადგა. ის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნისთვის ემზადება. ცნობილია, რომ ყოფილ მინისტრს ტამაე მარუკავა შეცვლის.

 

„მე შემომთავაზეს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი, ამასთან დაკავშირებით მე პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგას წარვუდგინე მინისტრის პოსტის გადადგომის შესახებ განცხადება", - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

 

ჰაშიმოტოს თქმით, მთავრობის მეთაურმა მას მხარი დაუჭირა და იმედი გამოთქვა, რომ იგი, შემოთავაზებულ ახალ პოსტზე, ყველა ღონეს იხმარს, რომ წარმატებით მოემზადოს თამაშებისთვის.

 

ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, შეჯიბრი ერთი წლით გადაიდო. მისი ჩატარება დაგეგმილია 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში, ხოლო სახელი "ტოკიო 2020" კვლავ რჩება. გარდა ამისა, პარაოლიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩატარდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი