logo_geo
გერმანიის პოლიციამ არაბული და ჩეჩნური კლანების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეიდები ჩაატარა
- +

18 თებერვალი. 2021. 15:37

 

 

გერმანიის პოლიციამ არაბული და ჩეჩნური კლანების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეიდები ჩაატარა.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტრეფიკინგისა და გამოძალვის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ასეულმა პოლიციელმა ბერლინსა და ბრანდენბურგში 20-ზე მეტი ადგილი შეამოწმა.

 

რეიდების ჩატარება გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიების შედეგად გადაწყდა, რასაც წინ უძღოდა არაბებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, რეიდების ფარგლებში ორი ადამიანი დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი