logo_geo
ჯანმო ვაქცინების განაწილების სამართლიანობის შესახებ ახალ დეკლარაციას წარადგენს
- +

18 თებერვალი. 2021. 22:53

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ 19 თებერვალს ჯანმო ვაქცინების განაწილების სამართლიანობის შესახებ ახალ დეკლარაციას წარადგენს.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გაზარდონ წვლილი COVAX-ის მექანიზმში და გაანაწილონ ვაქცინის დოზები, ხოლო მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინის დამტკიცების პროცესები უსაფრთხო და ეფექტური გზით.

 

ვაქცინის განაწილების სამართლიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისათვის და მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის, მაგალითად წყნარი ოკეანისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში. არავინ უნდა დარჩეს ვაქცინის გარეშე“, - აღნიშნა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

big_banner
არქივი