logo_geo
გიორგი ვოლსკი: სერიალი „ჩცდ“ მე პირადად მომწონს
- +

19 თებერვალი. 2021. 01:40

 

 

“ქართული ოცნების” ერთერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ პირადად მას სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” მოსწონს.  ასე მან “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იგულისხმა თუ არა მისივე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ჩცდ“, როცა თქვა, რომ “ბილწსიტყვაობა სერიალებით დაიწყო”.

 

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” მე პირადად მომწონს, მომწონდა  – ყოველ შემთხვევაში, რამდენჯერაც თვალი მოვკარი, კარგი იუმორით იყო. გინება და ბილწსიტყვაობა კინოფილმებში ერთია და პოლიტიკურ გადაცემების წამყვანების ცალკეულ გამოსვლებში – მეორე.

 

ბილწსიტყვაობა, ზოგადად, დამკვიდრდა და არა მხოლოდ ფილმებში, არამედ გადაცემებში, პროგრამებში და არაერთხელ მოგვისმენია კონკრეტულ ტელევიზიებში. თქვენგან არა, მაგრამ არის ტელევიზიები, სადაც ჩვეულებრივი ამბავია დედის შეგინება. “ტვ პირველიც” იმით განსხვავდება “მთავარი არხისგან”, რომ აქ არ იგინებიან, თქვენც არ იგინებით”, – უთხრა ვოლსკიმ  “ფორმულას” ჟურნალისტს.

 

 

big_banner
არქივი