logo_geo
ისრაელმა ქვეყანაში შევლა-გასვლაზე აკრძალვა 6 მარტამდე გააგრძელა
- +

19 თებერვალი. 2021. 13:04

 

 

ისრაელმა მკაცრი შეზღუდვები კიდევ 2 კვირით გააგრძელა და ქვეყანაში შესვლა და გასვლა ნებისმიერი პირისთვის 6 მარტამდე იკრძალება. ტოტალური კარანტინი ქვეყანაში 8 იანვრიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, საცხოვრებელი ადგილიდან მხოლოდ 1 კილომეტრის რადიუსში მოძრაობის უფლება ჰქონდათ.

 

მკაცრი რეგულაციების შემსუბუქების პირველი ფაზა ქვეყანაში 7 თებერვალს დაიწყო.

 

21 თებერვლიდან შემსუბუქების მეორე ფაზა დაიწყება. უნდა გაიხსნას სავაჭრო ცენტრები,მაღაზიები, ბაზრობები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები. მოქალაქეებს, რომელთაც ვაქცინაცია აქვთ გავლილი, კულტურულ ღონისძიებებზე, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზზე სიარულის უფლება ექნებათ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი