logo_geo
ჯო ბაიდენი: რუსეთი NATO-ს და ევროპული პროექტის დასუსტებას ცდილობს
- +

19 თებერვალი. 2021. 22:11

 

 

“რუსეთი NATO-ს და ევროპული პროექტის დასუსტებას ცდილობს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთს სურს, ძირი გამოუთხაროს ტრანს-ატლანტიკურ ერთობას, რის გამოც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და აშშ-სთვის.

 

 

„ჩვენ გვინდა მომავალი, სადაც ყველა ხალხს თავისუფლად შეეძლება, განსაზღვროს საკუთარი გზა, თავისუფალი ძალადობისა და იძულებისგან. ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა დავბრუნდეთ დაპირისპირებისა და ცივი ომის ბლოკებში“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი