logo_geo
სომხეთში „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „სპუტნიკ V“-ის ვაქცინები დაარეგისტრირეს
- +

20 თებერვალი. 2021. 10:39

 

 

სომხეთში „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „სპუტნიკ V“-ის ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

ქვყენის ჯანდაცვის მინისტრმა, ანაჰიტ ავანესიანმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია სომხეთში მარტში დაიწყება, თუმცა რუსული ვაქცინა რამდენიმე ადამიანს უკვე გაუკეთდა.

 

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სოციალური ზრუნვის პერსონალსა და ბენეფიციარებს, მედიკოსებს, 65 წელს გადაცილებულ პირებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს ჩაუტარდება.

 

ვაქცინაცია სომხეთში ნებაყოფლობითი იქნება. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რისკსი ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის აცრა უფასო იქნება, თუმცა რა ეღირება ვაქცინაცია დანარჩენი მოქალაქეებისთვის, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი