logo_geo
ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ
- +

20 თებერვალი. 2021. 14:31

 

 

ისრაელში სასტუმროებსა და ბარებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

 

კერძოდ, სპორტდარბაზებში, სასტუმროებში, ბარ-რესტორნებში, საცურაო აუზებზე მოხვედრა მხოლოდ ვაქცინის მეორე აცრის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი. საშვები სპეციალური მობილურ აპლიკაციაში იქნება დაფიქსირებული, დაწესებულებების შესასვლელთან კი ამ საშვების დასკანერება იქნება აუცილებელი.

 

მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, მათ შორის 16 წლამდე ბავშვები, რომელთა ვაქცინაცია მოგვიანებით იგეგმება, ზემოხსენებულ დაწესებულებებში მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემდეგ შეძლებენ.

 

ბოლო მონაცემებით, ისრაელში ვაქცინის პირველი დოზა 4,2 მილიონმა ადამიანმა მიიღო, სრული ვაქცინაცია კი 2,8 მილიონმა მოქალაქემ გაიარა. ეპიდემიოლოგების გათვლებით, მოსახლეობის სამი მეოთხედის ვაქცინაციას ისრაელი ერთ თვეში მიაღწევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი