logo_geo
TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ორი მამაკაცი დააკავეს
- +

20 თებერვალი. 2021. 16:22

 

 

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოქვეყნებული არალეგალური ოპერაციის ვიდეოს გამო ორი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა The New York Post წერს.

 

მათ ფრანგულ ბულდოგს არალიცენზირებული ვეტერინარული ოპერაცია გაუკეთეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო ერთ-ერთი დაკავებული პირის ქალიშვილმა გადაიღო. ვიდეოზე, რომელიც TikTok-ზე თავად დამნაშავეებმა გამოაქვეყნეს, ძაღლის მშობიარობაა აღბეჭდილი.

 

მამაკაცებმა ძაღლის პატრონს თავი ვეტერინარებად წარუდგინეს და მას ოპერაციის საფასური, 650 აშშ დოლარი გამოართვეს. ოპერაციის შედეგად ძაღლი და მისი ორი ჯერ არ დაბადებული ლეკვი დაიღუპნენ.

 

მამაკაცებმა დანაშაული აღიარეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი