logo_geo
ბილ გეითსმა კლიმატური ცვლილებების შესახებ წიგნი გამოაქვეყნა
- +

20 თებერვალი. 2021. 16:22

 

 

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა და ფილანთროპმა ბილ გეითსმა კიდევ ერთი წიგნი გამოსცა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს.

 

ამჯერად, ქველმოქმედი ისეთ მძაფრ და აქტუალურ თემას ეხება, როგორც კლიმატური ცვლილებები და მასთან დაკავშირებული საფრთხეებია.

 

წიგნში „როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა", ბილ გეითსი გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს.

 

„მე მაინც ოპტიმისტი ვარ. ვთვლი, რომ თუ ხალხი გააცნობიერებს, რამდენად ფართო მუშაობასა და მრავალ სფეროში კრიტიკული ინოვაციებსა და გამოიყენებს რესურსებს მოითხოვს აღნიშნული პრობლემა, ვფიქრობ, 2050 წლისთვის ნულოვან მაჩვენებლამდე (ემისიების გამოყოფის) მივალთ.  ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ამასთან ბრძოლა მარტივია, თითქმის ისეთივე პრობლემას წარმოადგენენ, როგორც ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს უმნიშვნელოა", - განაცხადა ბილ გეითსმა The Washington Post-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ამასთან, ფილანტროპი საკუთარ Youtube Channel-ზე ვიდეო მიმართვასაც ავრცელებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის გარკვეულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალურად კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი