logo_geo
მიანმარში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა
- +

20 თებერვალი. 2021. 18:34

 

 

მიანმარში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

პოლიციას, ჯარისკაცებსა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება ქალაქ მანდალაიში მოხდა, სადაც პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ღეუტერს-ის ინფორმაციით, თავდაპირველად გაურკვეველი იყო, გამოიყენეს თუ არა სამართლადამცავებმა ნამდვილი ტყვიები, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ აქციის ორი მონაწილე მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

 

შეგახსენებთ, 20 წლის გოგო, რომელსაც მიანმარის საპროტესტო აქციის დროს პოლიციის მიერ ნასროლი ტყვია თავში მოხვდა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი