logo_geo
პერის ჰილტონი 40 წლის ასაკში პირველად თხოვდება
- +

20 თებერვალი. 2021. 18:57

 

 

პოპ-ვარსკვლავი პერის ჰილტონი 40 წლის ასაკში დაინიშნა. ამის შესახებ CNN წერს.

 

გამოცემის ცნობით, პერისი ასევე 40 წლის ბიზნესმენს კარტერ რეუმს მიჰყვება ცოლად. რეუმმა პერისს ხელი კერძო კუნძულზე სთხოვა, სადაც წყვილი მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

 

პერის ჰილტონი აქამდე ქორწინებაში არ ყოფილა, თუმცა მის პირად ცხოვრებაში ორი წარუმატებელი ნიშნობაა.

 

„ძალიან აღელვებული ვარ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის გამო. მჯერა, რომ ოჯახი და ბავშვები - ეს ცხოვრების აზრია. ამას აქამდე ვერ ვგრძნობდი, რადგან არ მყავდა ადამიანი, რომელიც ჩემგან ასეთ სიყვარულს იმსახურებდა. მაგრამ ახლა ეს ადამიანი ვიპოვე", - წერს პერისი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი