logo_geo
მამაკაცებს ენა ებმევათ,როდესაც ამ გოგონას ნახულობენ-გაიცანით ავტობუსის მძღოლი
- +

21 თებერვალი. 2021. 21:53

 

 

ინგლისელ, ქალაქ ბრენტვუდიდან 24 წლის ჯოდი ლი ფოქსს რომ შეხედავთ, ვერც წარმოიდგენთ, რომ ის ოსტატურად ამუშავებს უზარმაზარ ავტობუსს და მგზავრები ქალაქის ქუჩებში გადაჰყავს. მოხდენილი ფიგურა, სავსე ტუჩები, კოხტა ცხვირი და გრძელი თმა - გოგონას უბრალოდ პრიალა ჟურნალის გარეკანი უფრო შეეფერება, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია და ამჟამად მძღოლის კაბინაში ანათებს.

image

 

"როდესაც მამაკაცი ჯდება ავტობუსში, მათ ყოველთვის ერთი და იგივე რეაქცია აქვთ: ”შენ ისეთი ლამაზი ხარ” ან ”ასეთი ლამაზი ავტობუსის მძღოლი ცხოვრებაში არ მინახავს”.

ჯოდი ლი ფოქსი

image

ადრე ჯოდი ძიძად მუშაობდა, მაგრამ მას ყოველთვის მოსწონდა მანქანები. სამი წლის წინ იგი როგორც იქნა მოეწყო საოცნებო სამსახურში. თავის მოვალეობის შესრულებამდე, ბრიტანელ ქალს რამდენიმე ტესტის ჩაბარება მოუწია, მათ შორის ინგლისურის და მათემატიკის. ამასთან, მისი გარეგნობა ზოგჯერ სასტიკ ხუმრობად იქცევა ხოლმე.

image

"მეუბნებიან, რომ მე ძალიან ლამაზი ვარ, რომ ავტობუსის მძღოლი ვიყო. მაგრამ სხვა ქალებისგანაც ვიღებ კომპლიმენტებს, რომლებიც ჩემს ფრჩხილებს, თმას და მაკიაჟს აქებენ."

image

ჯოდი არ აქცევს ყურადღებას სხვების მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ მისი საქმიანობა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ლამაზმანმა აღიარა, რომ მას სურს სიბერემდე ავტობუსი მართოს, წერს Daily Mail.

 

image

წყარო : wyaro
big_banner
არქივი