logo_geo
ინდოეთში კოვიდ-19-ის გამო, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემების პანდემია დაიწყოს
- +

23 თებერვალი. 2021. 17:01

 

ინდოეთში ექიმები იმ პაციენტების რაოდენობას აკვირდებიან, რომელებიც კორონავირუსის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან. ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებმა დაიწყეს სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც მათი დახმარება შეეძლებათ. ამის შესახებ ქვეყნის ფსიქიატრიის ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორმა განაცხადა.

 

„როგორც ჩვენ ვცდილობთ კორონავირუსთან გამკლავებას, ასევე მზად უნდა ვიყოთ ახალი პანდემიისთვის, უამრავი ადამიანი კოვიდ-19-ის გავრცელების გამო ფსიქიკურად დაავადდა. ასეთი შემთხვევების მკურნალობა, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს, ვაქცინაციის დასრულების შემდეგაც კი", - ამბობს სპეციალისტი.

 

ინდოეთი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პორტალ Worldometers-დან მიღებული უახლესი მონაცემების თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებულია კოვიდ-19-ის 11 მილიონზე მეტი შემთხვევა. 10,7 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 156,5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი