logo_geo
ნიუ-იორკის გუბერნატორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- +

25 თებერვალი. 2021. 11:22

 

 

ნიუ-იორკის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს, ყოფილი მრჩეველი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. ლინდსი ბოილანის მტკიცებით, 2017 წელს კუომომ მას გაშიშვლებაზე ბანქოს თამაში შესთავაზა.

 

პირველად ბოილანმა ნიუ-იორკის გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში დეკემბერში დაადანაშაულა, რის შემდეგაც კუომოს ანალოგიური ბრალდება რამდენიმე ქალმა წაუყენა. ნიუ-იორკის გუბერნატორის მრჩევლად ლინდსი ბოილანმა რამდენიმე თვე იმუშავა.

 

კუომო ბრალდებებს უარყოფს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი