logo_geo
ათენში პოლიციამ საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა
- +

25 თებერვალი. 2021. 12:14

 

საბერძნეთში პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი აირითა და წყლის ჭავლით დაარბია. აქციის დროს სამართალდამცავებმა 13 ადამიანი დააკავეს.

 

მომიტინგეები დიმიტრის კუფონტინასის შიმშილობის მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

 

ტერორისტს 11 უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კუფონტინასს 23 მკვლელობაში ადანაშაულებენ.

 

შიმშილობის წყალობით, მან ციხიდან ე.წ. შვებულება რამდენჯერმე მიიღო.

 

კუფონტინასი ტერორისტული ორგანიზაცია „17 ნოემბრის“ წევრია, რომელიც საბერძნეთში 1975-2002 წლამდე ფუნქციონირებდა.

 

ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციის წევრებმა 23 ადამიანი მოკლეს, რომელთა შორის იყვნენ ამერიკელი, ბრიტანელი და თურქი დიპლომატები, სამხედროები, ბერძენი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. საქმეზე 14 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი