აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ მისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საჩივარს განიხილავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჰელე-ტორნინგ შმიდტი ხელმძღვანელობს და რომელიც ყოფილი პოლიტიკოსებისგან, ჟურნალისტებისა და აკადემიკოსებისგან შედგება.
როგორც დანიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად 90 დღე ეძლევა. „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.