logo_geo
დონალდ ტრამპმა „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ მისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
- +

25 თებერვალი. 2021. 18:24

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ მისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საჩივარს განიხილავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჰელე-ტორნინგ შმიდტი ხელმძღვანელობს და რომელიც ყოფილი პოლიტიკოსებისგან, ჟურნალისტებისა და აკადემიკოსებისგან შედგება.

 

როგორც დანიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად 90 დღე ეძლევა. „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი