logo_geo
ელისაბედ II ყველას მოუწოდებს, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ
- +

26 თებერვალი. 2021. 10:25

 

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ თხოვნით მიმართა თავის ხალხს, მიჰბაძონ მის მაგალითს და კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ. ამის შესახებ მან ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანული მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ლიდერებთან საუბრის დროს განაცხადა. ინფორმაციას LBC ავრცელებს.

 

„ვაქცინის მიღების შემდეგ თქვენ დაცულობას გრძნობთ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ვთვლი, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქამდე ვაქცინაცია არ ჩაუტარებია, ეს აშკარად რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა, მათ არამარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც უნდა იფიქრონ“, - განაცხადა დედოფალმა.

 

ბრიტანეთის მონარქმა ასევე აღნიშნა ვაქცინების შექმნის სიჩქარე და სამეფოს ვაქცინაციის პროგრამის წარმატება.

 

ელისაბედ მეორეს თქმით, ჩხვლეტა „სულაც არ იყო მტკივნეული“ და „სრულიად უვნებელია“. მან კორონავირუსის პანდემია შავ ჭირს შეადარა, ისევე როგორც ბრძოლას, რომელშიც პლანეტის მთელი მოსახლეობა მონაწილეობს. მან გაიხსენა, რომ საერთო საფრთხის წინაშე ბრიტანელები გაერთიანდნენ, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს.

 

დედოფალმა ელისაბედ II-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 9 იანვარს გაიკეთა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი