logo_geo
იაპონიაში ტყის ხანძრების ჩაქრობას 2 კვირა დასჭირდება
- +

26 თებერვალი. 2021. 11:27

 

 

იაპონიაში, ქალაქ აშიკაგასთან ტყის ხანძრების ქრობა რთულად მიმდინარეობს. ამის შესახებ ქალაქის მერმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა „The Japan Times“ ავრცელებს.

 

ცეცხლი ლოკალიზებული რომც იყოს, ხეების შიდა ნაწილები, შესაძლოა, ისევ აალდეს“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

 

მერის თქმით, ხანძრების ჩაქრობას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

 

ცეცხლი საცხოვრებელ სახლებთან 150 მეტრში მძვინვარებს, თუმცა, ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ხანძარმა უკვე ტყის 100 ჰექტარი გაანადგურა.

 

მაშველები ალის შეკავებას და საცხოვრებელი შენობების გადარჩენას ცდილობენ. ქალაქში რამდენიმე სკოლა დაიხურა. 98 ოჯახს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცეს.

 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი აფერხებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი