logo_geo
დუბაიში აუქციონზე მსოფლიოში უდიდესი სურათი გაიტანეს
- +

26 თებერვალი. 2021. 11:28

 

 

ბრიტანელმა მხატვარმა საშა ჯაფრიმ დუბაიში აუქციონზე მსოფლიოში უდიდესი ნახატი „კაცობრიობის მოგზაურობა“ გაიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „The Brussels Times“ ავრცელებს.

 

ნახატის ფართობი 1500 კვ.მ არის. გაყიდვიდან შემოსული თანხა ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა.

 

ტილოზე, რომელიც ფეხბურთის ორი მოედნის ზომისაა, საშა ჯეფრი ბოლო ერთი წლის მანძილზე მუშაობდა. ნახატის შექმნაში მონაწილეობდნენ ბავშვები 140 ქვეყნიდან, რომლების მხატვარს თავიანთ ნახატებს უგზავნიდნენ, ის კი მათ დიდი ნამუშევრის შექმნისთვის იყენებდა.

 

 

ნახატის შექმნისას 5000-მდე ლიტრი საღებავი და 1000-მდე ფუნჯი დაიხარჯა. სურათი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში უდიდესი მხატვრული ტილო.

 

ტილოს უფრო მცირე ზომის 70 ნახატად გაყოფენ და ორი წლის განმავლობაში ის აუქციონებზე იქნება გამოტანილი. მხატვარი იმედოვნებს, რომ სულ მცირე 25 მილიონი ევროს მიღებას შეძლებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი