logo_geo
გაერო როკფელერს გობელენ „გერნიკას“ უბრუნებს
- +

26 თებერვალი. 2021. 12:17

 

 

გობელენი პაბლო პიკასოს „გერნიკას“ გამოსახულებით, რომელიც 35 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში, გაერო-ს სათავო ოფისში, უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზის გვერდით ეკიდა, მის პატრონს, ნელსონ როკფელერ-უმცროსს დაუბრუნდა. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

 

„ჩვენ მადლობას ვუხდით როკფელერების ოჯახს, რომ ეს ლეგენდარული ნამუშევარი გვათხოვა“, - განაცხადა დუჟარიკმა.

 

გობელენი კედელზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზთან 1985 წლიდან ეკიდა. ის 1955 წელს ნელსონ როკფელერის ბრძანებით შეიქმნა. გობელენის შექმნას თავად პიკასო ხელმძღვანელობდა.

 

შეგახსენებთ, გერნიკა ბასკეთის ქალაქია, რომელიც დაბომბეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. პაბლო პიკასომ „გერნიკა“ 1937 წელს შექმნა. „გერნიკა“ მადრიდში, დედოფალ სოფიას ხელოვნების ცენტრ-მუზეუმში ინახება.

 

 

big_banner
არქივი