logo_geo
FBI ლედი გაგას ძაღლების გატაცების ძიებაში ჩაერთო
- +

26 თებერვალი. 2021. 15:57

 

 

ამერიკელი მომღერლის ლედი გაგას ოთხფეხა მეგობრების ძიებაში FBI-ს ოფიცრები მონაწილეობენ.

 

„ლედი გაგა, რა თქმა უნდა, ცნობილი პიროვნებაა, მაგრამ მან პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციაზე იმღერა და სხვა ეტაპზე ავიდა. FBI-ს სურს იცოდეს ზუსტად, რამ გამოიწვია ეს ინციდენტი", - განაცხადეს ორგანიზაციაში.

 

ამერიკელი მომღერლის შინაური ცხოველების დასაბრუნებლად 500 ათასი დოლარი ჯილდოა დაწესებული. FBI-ს წარმომადგენლებს ასევე სურთ გაარკვიონ, იყო თუ არა ლედი გაგას ძაღლების გატაცება პოლიტიკური მოტივი.

 

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს საღამოს, ამერიკელი მომღერლის თანაშემწეს, რომელიც  ბულდოგის ჯიშის სამ ძაღლს ასეირნებდა, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, ლედი გაგას თანაშემწე მხარში დაჭრეს, ხოლო ორი ძაღლი გაიტაცეს, ერთმა ძაღლმა კი გაქცევა მოახერხა. ის ახლა პატრონთან არის. დაჭრილი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი