აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთთან იარაღის შეძენის შესახებ ახალი კონტრაქტები გააფორმა.
„ომის დროს მთელმა მსოფლიომ დაინახა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის პროდუქციის ხარისხი. უნდა განვაცხადო, რომ ხელი მოვაწერეთ ახალ კონტრაქტებს. თურქულ მხარესთან შეთანხმებას მივაღწიეთ თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის თაობაზე. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს სამხედრო სიძლიერეს“, - განაცხადა ალიევმა.