logo_geo
FBI-ის ჩართვის შემდეგ, ლედი გაგამ მოპარული ძაღლები დაიბრუნა
- +

27 თებერვალი. 2021. 13:46

 

ამერიკელ მომღერალ ლედი გაგას მოპარული ძაღლები დაუბრუნეს. ამის შესახებ განცხადებას ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი „ტვიტერზე“ აქვეყნებს. 

 

„ლედი გაგას ორივე ძაღლი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში დააბრუნეს და ისინი პატრონს უსაფრთხოდ მიუყვანეს”, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

 

24 თებერვალს საღამოს, ამერიკელი მომღერლის თანაშემწეს, რომელიც სამ ბულდოგის ჯიშის ძაღლს ასეირნებდა, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. ლედი გაგას თანაშემწე მხარში დაჭრეს, ხოლო ორი ძაღლი გაიტაცეს. ასევე ცნობილია, რომ ერთმა ძაღლმა გაქცევა მოახერხა. ის ახლა პატრონთან არის. დაჭრილი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ლედი გაგამ შინაური ცხოველების დასაბრუნებლად 500 ათასი დოლარის ჯილდო დააწესა. ამერიკელი მომღერლის ლედი გაგას ოთხფეხა მეგობრების სამძებრო სამუშაოებში გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფიცრები მონაწილეობდნენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი