logo_geo
ნიუ-იორკის მაფიის ბოსი გარდაიცვალა
- +

27 თებერვალი. 2021. 16:50

 

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, გამბინოს მაფიის კლანის ლიდერი პიტერ არტურ გოტი ფედერალურ ციხეში გარდაიცვალა.

 

გამოცემა Associated Press-ის ცნობით, განგსტერი 81 წლის იყო.

 

პიტერი ჯონ გოტის უფროსი ძმა იყო, რომელიც ნიუ-იორკის მაფიას 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა. სამოციან წლებში ჯონ გოტი მეთაურობდა პატარ-პატარა კრიმინალურ დაჯგუფებებს, ხოლო 70-იანი წლების დასაწყისში ბერგანოს ჯგუფის ნათლიმამა გახდა, რომელიც  გამბინოს ოჯახში შედიოდა. ჯონ გოტი 2002 წელს კიბოთი გარდაიცვალა.

 

ჯონის გარდაცვალების შემდეგ, მაფიის მეთაური პიტერი გახდა. თუმცა, როგორც იუწყებიან, იგი ნათლიმამობას თავს ვერ ართმევდა.

 

პიტერმა საპატიმროში 17 წელი გაატარა. გათავისუფლებამდე მას ჯერ კიდევ რვა წელი ჰქონდა დარჩენილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი