logo_geo
ამ დროისთვის მსოფლიოში 231.5 მილიონი ადამიანი აიცრა
- +

27 თებერვალი. 2021. 17:41

 

 

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 231.5 მილიონამდე ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ორი დოზით ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება.

 

ყველაზე მეტი - 70.4 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 7.9 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 მოსახლეზე 87 ვაქცინირებულს ნიშნავს.

 

ამ დრომდე ევროკავშირში 31 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 მოსახლეზე 7 ვაქცინირებულს შეადგენს. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია ჩაუტარდა 20 მილიონამდე ადამიანს, რაც ყოველ 100 მოსახლეზე 30-მდე ვაქცინირებულს ნიშნავს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი