logo_geo
გერმანიის სასამართლომ სინაგოგაზე თავდამსხმელის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნის გადაწყვეტილება გამოიტანა
- +

27 თებერვალი. 2021. 18:35

 

გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ გასულ წელს სინაგოგაზე მომხდარ თავდასხმაზე 29 წლის ახალგაზრდა ვერ იურიდიულად ვერ იქნება პასუხისმგებელი.

 

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა მიზანმიმართული იყო, ჰამბურგში ჩატარებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი პარანოიდული შიზოფრენიით არის დაავადებული.

 

მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ყაზახეთში დაბადებული გერმანიის მოქალაქე მუდმივი ფსიქიატრიული დახმარების ქვეშ იქნება.

 

2020 წლის ოქტომბერში, 29 წლის ახალგაზრდა სინაგოგაში სტუდენტს დაესხა თავს. დაზარალებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს, ის გადარჩა. თავდამსხმელი კი მალევე დააკავეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი