logo_geo
ანტარქტიდას დიდი ზომის აისბერგი გამოეყო
- +

27 თებერვალი. 2021. 18:39

 

 

ანტარქტიდას დიდი ზომის (1270 კვადრატული კილომეტრი) აისბერგი გამოეყო. ინფორმაციას რუსული მედია ანტარქტიდის ბრიტანეთის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, აისბერგი შელფურ მყინვარ „ბრანტს“ მოსწყდა, რომელზეც ბრიტანეთის კვლევითი სადგური Halley მდებარეობს. ნაპრალი მყინვარზე 10 წლის წინ გაჩნდა. 26 თებერვალს გაფართოვდა და შემდეგ აისბერგად ჩამოყალიბდა.

 

„ჩვენ ველოდით, რომ შელფურ მყინვარს, აისბერგი მოსწყდებოდა, რადგან ყოველდღე ვაკვირდებოდით ამ პროცესს“, - აცხადებს ბრიტანეთის კვლევითი სადგურის ხელმძღვანელი ჯაინ ფრენსისი. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ აისბერგი დაშორდეს კონტინენტს ან მეჩეჩზე დაჯდეს და მყინვართან ახლოს დარჩეს.

 

მანამდე შელფურ მყინვარ „ეიმრის“ აღმოსავლეთ ანტარქტიდაში 315 მილიარდი ტონის და 2,5 კვადრატული კილომეტრის მოცულობის მყინვარი მოსწყდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი