logo_geo
ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა
- +

27 თებერვალი. 2021. 22:37

 

 

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ტრაგიკული თარიღი მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში აღნიშნეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

მოსკოვში გამართულ აქციაში მონაწილეობა 7,8 ათასამდე ადამიანმა მიიღო. პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილას მივიდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები. ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ბოსტონსა და ევროპის ქალაქებში. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 2015 წელს მოკლეს.

 

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბატალიონ „სევერის“ ყოფილ მებრძოლს, ზაურ დადაევს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, მის თანამზრახველებს კი 11 და 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

მკვლელობის ორგანიზატორობაში ბრალდებული რუსლან მუხუდინოვი ამ დრომდე საერთაშორისო ძებნაში იმყოფება

big_banner
არქივი