logo_geo
ნიუ-იორკის მაფიის ბოსი გარდაიცვალა
- +

27 თებერვალი. 2021. 23:21

 

 

ჩრდილოეთ კაროლინის ფედერალურ ციხეში ნიუ იორკის მაფიის ბოსად წოდებული პეტერ არტურ გოტი გარდაიცვალა. ამის შესახებ CBS News იტყობინება.

 

81 წლის განგსტერის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. პეტერ გოტი გამბინოს მაფიოზურ კლანს სათავეში 2002 წელს, ძმის, ჯონ გოტის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა.

 

ის 2003 წელს გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში მან 17 წელი გაატარა. გამბინოს კლანი ნიუ იორკში 1902 წელს ჩამოყალიბდა და ამერიკულ-იტალიური მაფიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კლანად ითვლებოდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი