კომოანია Toyota-მ იაპონიაში ჭკვიანი ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ქალაქი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის დარგში მოწინავე ტექნოლოგიების გამოსაცდელი პოლიგონი იქნება, - ამის შესახებ Independent წერს.
გამოცემის ცნობით, ქალაქი სახელწოდებით Woven City (ნაჭრის ქალაქი) ტოკიოდან 100 კილომეტრის დაშორებით განთავსდება. „ცოცხალი ლაბორატორიის“ მოედნის ფართი 71 ჰექტარი იქნება.
Woven City-ში სამი ტიპის გზა დაიგება. პირველი საფეხმავლო იქნება, მეორე ელექტროსკუტერებისთვის, მესამე კი ავტომობილებისთვის. სატრანსპორტო საშუალებების ძირითადი წილი e-Palette მოდის, ესაა ელექტრომობილები, რომელთაც თვითონ Toyota აწარმოებს.
საწყის ეტაპზე ქალაქში სხვადასხვა ასაკის 360 ადამიანი იცხოვრებს, ასევე Toyota-ს 2 ათასამდე თანამშრომელი ოჯახებით და მეცნიერები.