logo_geo
მიანმარში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი
- +

28 თებერვალი. 2021. 10:47

 

 

მიანმარში პოლიციამ აქციაზე მყოფ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ვითარება უკვე მე-2 დღეა მკვეთრადაა დაძაბული, გუშინ პოლიციასთან დაპირისპირებას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

1 თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.

 

11 თებერვალს, მიანმარში სამხედრო გადატრიალების გამო, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 10 ფიზიკურ პირსა და 3 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი