logo_geo
ინდოეთმა კოსმოსში პირველი რაკეტა გაგზავნა
- +

28 თებერვალი. 2021. 13:09

 

 

ინდოეთმა კოსმოსში პირველი რაკეტა წარმატებით გაგზავნა.  PSLV-C51-ის გადამზიდი ორბიტაზე სულ 19 თანამგზავრს განათავსებს. ამის შესახებ ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია იუწყება.

 

გაშვება სატიშ დავანის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ ორბიტაზე  მთავარი სატელიტი წარმატებით განათავსა. დანარჩენ თანამგზავრებს რაკეტა მოგვიანებით გადაიტანს.

 

Amazonia-1 სატელიტი არის პირველი სატელიტი, რომელიც ბრაზილიის ეროვნული კოსმოსური ინსტიტუტის მიერ დედამიწაზე ოპტიკური დაკვირვებისთვის შეიქმნა იგი ამაზონის რეგიონში ტყეების გაჩეხვას დააკვირდება.

 

 

big_banner
არქივი