logo_geo
„Panasonic“-მა კომპანიონი რობოტი შექმნა
- +

28 თებერვალი. 2021. 18:42

 

 

პანდემიის შედეგად, სოციალური დისტანციისას მარტოობის დაძლევის მიზნით ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია „Panasonic“-მა კომპანიონი რობოტი შექმნა. ამის შესახებ „techcult“ წერს.

 

კომპანიამ კომპანიონი რობოტი „ნიკობო“ ტექნოლოგიური ლაბორატორიის დახმარებით შექმნა. ის გარეგნულად წაღებში შეფუთულ კატას ჰგავს და რობოტისთვის დამახასიათებელი ბევრი ფუნქცია აქვს. კამერის დახმარებით ახდენს სახის ამოცნობას და რეაგირებს მფლობელის ხმაზე მიკროფონის მეშვეობით. სენსორული გადამცემებით კი „ნიკობოს“ რეაქცია აქვს შეხებაზე.

 

„ნიკობოს“ აქვს სიტყვების შეზღუდული მარაგი. თავიდან ის ერთ სიტყვას ამბობს, შემდეგ კი სრულ წინადადებებს. კომპანიის გეგმაშია 320 რობოტის შექმნა. ისინი დამკევთებს რობოტს 2022 წელს მიუტანენ. რობოტის ფასი $360-ია. შემდეგ კი მის მფლობელებს პროგრამის განსაახლებლად თვეში ერთხელ $10 გადახდა მოუწევთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი