logo_geo
ფლორიდელმა ქალმა 150 დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა
- +

1 მარტი. 2021. 00:46

 

 

ფლორიდელმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა 150-დღიანი ბრძოლის შემდეგ ვირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ 55 წლის ქალი ვერ გადარჩებოდა, რადგან ის სიკვდილის პირას იყო.

 

„ამ ხნის განმავლობაში, მისი ოჯახის წევრებს სამწუხაროდ ბევრჯერ ვუთხარი, რომ ის გარდაიცვლებოდა და სჯობდა გავჩერებულიყავით“, - განაცხადა ქირურგმა სტივენ დებირმა.

 

ქალი მაიამის სამედიცინო ცენტრში ივლისის თვეში მოათავსეს, მას პნევმონია აღენიშნებოდა. ექიმები კი ამბობდნენ, რომ ჟანგბადის დონე სიცოცხლისთვის შეუსაბამო იყო.

 

„მე ღვთის სასწაული ვარ. მე ვარ დასტური იმისა, რომ ღმერთი არსებობს. მეცნიერული თვალსაზრისით მე ახლა ცოცხალი არ უნდა ვიყო“, - განაცხადა სასწაულებრივად გადარჩენილმა ქალმა.

 

 

big_banner
არქივი