logo_geo
ნიგერიაში სკოლიდან გატაცებული 42 ადამიანი გაათავისუფლეს
- +

1 მარტი. 2021. 11:50

 

 

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა გაათავისუფლეს 42 ადამიანი, რომელიც გასულ კვირას სკოლიდან გაიტაცეს, - ამის შესახებ Aljazeera წერს.

 

გატაცებულთა შორის იყო 27 მოსწავლე, სკოლის სამი თანამშრომელი და მათი ოჯახების 12 წევრი. ისინი კაგარას დასახლებაში მდებარე სკოლიდან გაიტაცეს. თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

ამ დრომდე გამტაცებელთა ტყვეობაში რჩება კიდევ 317 მოსწავლე გოგონა, რომლებიც 26 თებერვალს ზამფარას შტატში გაიტაცეს.

 

ჯერჯერობით უცნობია, რას ითხოვენ გამტაცებლები.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი