logo_geo
პირველად ისტორიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი ისრაელში ჩავიდა
- +

1 მარტი. 2021. 14:39

 

პირველად ისტორიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი ისრაელში, თელ-ავივში თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Al Jazeera ავრცელებს.

 

მანამდე, 14 თებერვალს, ისრაელში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი რანგში მოჰამედ ალ-ჰაჯამ ფიცი დადო.

 

24 იანვარს აბუ-დაბიში ოფიციალურად გაიხსნა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ისრაელის საელჩო. იმავე დღეს, საამიროს მთავრობამ თელ-ავივში ქვეყნის საელჩოს გახსნა დაამტკიცა.

 

გასული წლის 15 სექტემბერს ვაშინგტონში ისრაელის მხარემ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინთან სამშვიდობო დოკუმენტებს მოაწერა ხელი. 2020 წლის 20 ოქტომბერს ისრაელმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საავიაციო მომსახურებების, უვიზო მიმოსვლის, ინვესტიციების დაცვისა და თანამშრომლობის შესახებ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. თავის მხრივ, პალესტინა ამ შეთანხმებების წინააღმდეგ გამოვიდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი