logo_geo
აშშ-ში, კენტუკის შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

2 მარტი. 2021. 10:16

 

აშშ-ში, კენტუკის შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კენტუკიში ძლიერი წვიმა უქმეებზე დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

 

წყალდიდობის გამო დაიხურა, ზოგან კი სწავლება გადაიდო სკოლებში. ამასთან, საჭირო გახდა ადამიანების ნაწილის ევაკუირება. დაახლოებით 13 000 მომხმარებელი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა კენტუკისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატში.

 

კენტუკის ეროვნული გვარდია წყალდიდობის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დარეგულირების პროცესში ჩართულია.

 

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შტატის გუბერნატორს აუცილებელი რესურსების მობილიზების შესაძლებლობა ეძლევა.

 

https://1tv.ge/news/ashsh-is-ert-ert-shtatshi-dzlieri-wvimisa-da-wyaldidobis-gamo-sagangebo-mdgomareoba-gamockhadda/

 

big_banner
არქივი