logo_geo
Amazon-ს რასობრივი და გენდერული დისკრიმინაციისთვის სასამართლოში უჩივიან
- +

2 მარტი. 2021. 14:10

 

კომპანია Amazon-ს რასობრივ და გენდერულ დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

 

სასამართლოში კორპორაციას ამერიკულმა იურიდიულმა ფირმამ უჩივლა.

 

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ Amazon აფროამერიკელებს „არაპრესტიჟულ თანამდებობებზე" იღებს. ამასთან, ფერადკანიანებს კორპორაციაში თეთრკანიან თანამშრომლებზე გაცილებით ნაკლებად აწინაურებენ.

 

კომპანიას ასევე შრომის თანაბარი ანაზღაურების კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. სარჩელში აღნიშნულია, რომ Amazon-ში დასაქმებული ქალები არათანაბარ პირობებში მუშაობენ.

 

big_banner
არქივი