logo_geo
პელე: დღეს დაუვიწყარი დღეა - ვაქცინა გავიკეთე!
- +

3 მარტი. 2021. 01:15

 

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

 

დღეს დაუვიწყარი დღეა - ვაქცინა გავიკეთე! პანდემია ჯერ არ დასრულებულა. სიცოცხლის შესანარჩუნებლად დისციპლინა უნდა დავიცვათ. გთხოვთ, გააგრძელეთ ხელების დაბანა და შეძლებისდაგვარად, სახლში დარჩით. გარეთ გასვლისას ნუ დაგავიწყდებათ პირბადის გაკეთება და სოციალური დისტანცირების დაცვა. პანდემია ჩაივლის, თუ ჩვენ სხვებზე ვიფიქრებთ და ერთმანეთს დავეხმარებით“, - დაწერა პელემ.

 

big_banner
არქივი